დღეიდან, 27 სექტემბერიდან, შემოსავლების სამსახურის მიერ "პირადი საგადასახადო აგენტის" მომსახურება დანერგება. პრეზენტაცია, მსხვილგადამხდელთა დეპარტამენტში, გაიმართება.
პირადი საგადასახადო აგენტი გადამხდელებს დაეხმარებთ საგადასახადო ვალდებულებების უკეთ შესრულებაში, რაც გულისხმობს: მიმდინარე სიახლეების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობისა გაცნობას, ასევე აგენტები დაეხმარებათ დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების სწორედ შევსებაში, რაც უზრუნველყოფს დროულად გამოიანგარიშონ გადასახადები. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რისთვისაც საჭიროა საგადასახადო ორგანოში განცხადების შევსება.