დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული საკრუიზო ხომალდი "SPIRIT of ADVENTURE" შევა, რომელიც 350-მდე ტურისტს შემოიყვანს, რომლებიც ძირითადად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მოქალაქეები არიან.
ბათუმში უცხოელ ტურისტებს ადგილობრივი ტურისტული კომპანია "AB VIST ADJARA" ემსახურება. ტურისტები მოინახულებენ აჭარის ღირშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხესა და ქალქის მუზეუმებს. სპეციალურად მათთვის გაიმართება ფოლკლორული შოუ.