დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 17 წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავენ., საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
დღესვე, 27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობას ინიციატივით, ხსოვნის საღამო რკინიგზელთა კულტურის სახლში მოეწყობა. საღამოზე გია ბარამია ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს შეხვდება და რამდენიმე ოჯახს ფულად დახმარებას გადასცემს.
14:00 საათზე კი თბილისში, "გამარჯვების პარკში" "ქართული ლეგიონის" მიერ ორგანიზებული სახალხო თავყრილობა მოეწყობა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები მივლენ.
27 სექტემბერთან კავშირებული ღონისძიებიბის აღნიშვნა წუხელ გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან პარაკლისის გადაიხდით დაიწყო. 00.00 საათზე, მომორიალი აფხაზეთის მთავრობის წევრებმა შეამკეს ყვავილებით.
00:00საათზე, განმუხურის მშვიდობის ხიდზე სამშვიდობო აქცია - "გადაძახილი მსოფლიოს" გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, "გადაძახილი მსოფლიოს" მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციაა, რომლის მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ დაებახებინა, რუსული აგრესიის შედეგები და რაც მტავარია ეს იყო მოწოდება აფხაზ ერსადმი შერიგებისკენ.