27 აგვისტოს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველი შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" დაუპირისპირდნენ და ურთულეს ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს.
უპირატესობას სტუმრები მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და თამაშის პირველი ნახევარი 5-17, 12-ქულიანი სხვაობით დაასრულეს
მეორე ტაიმში, მატჩის 50-ე წუთზე, „საუზერნ კინგსმა" სხვაობა კიდევ სამი ქულით გაზარდა, 67-ეზე კი ქართველებმა ლელო დადეს და ანგარიში 10-20 გახდა.
დაძაბულობამ მოედანზე კულმინაციას 74-ე წუთზე მიაღწია, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთაფრიკელთა ჩათვლის მოედანთან მეტოქეს ჯარიმა მიაღებინეს და მსაჯმა ტექნიკული ლელო ჩათვალა - 17-20.
საქართველო მატჩის მოსაგებად გაიწია და 77-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის უკანასკნელ წუთზებზე სტუმრებმა ქართველ მორაგბეებს მთელი სიმძლავრით შეუტიეს, ვერაფერს გახდნენ და შესაბამისად, თამაში 24-20 "ბორჯღალოსნების" ტრიუმფით დასრულდა.
"ბორჯღალოსნების" შემდეგი თამაში 31 აგვისტოს, შოტლანდიასთან გაიმართება. თამაში დინამო არენაზე 20:00-ზე შედგება.