საქველმოქმედო კონცერტზე, რომლიდანაც შემოსული თანხა მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას მოხმარდება, თითქმის 300 000 ლარი შეგროვდა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, უკვე 130 000 ზარი იყო დაფიქსირებული. ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ტაძარი აუცილებლად აშენდება, "რადგან როგორც აღმოჩნდა ეს ხალხს სურს".
"ეს ნიშნავს იმას თუ როგორ სურს ხალხს ტაძრის აშენება. ღმერთს უნდა ალბათ, რომ ეს ტაძარი აშენდეს", - აღნიშნა კონცერტის ორგანიზატორმა.
კონცერტზე მყოფი, თბილისის მერის შეფასებით კი, ტაძარი, რომელიც მახათას მთაზე უნდა აშენდეს ახალგაზრდების ნარკომანიისგან განკურნების ერთ-ერთ საშუალებად უნდა იქცეს.
"დატვირთვა აქვს ამ მონასტერს ის, რომ ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემის - ნარკომანიისგან განკურნების ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება იქცეს", - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ორსაათიანი საქველმოქმედო კონცერტი თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვითისმშობლის ხატის სავანის ასაშენებლად ჩატარდა. კონცერტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" იყო.