პირდაპირ გეუბნებით, ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, – აცხადებს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძემ დღეს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მათი პირველი გამარჯვება არის, რომ დამთავრდა მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენადაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენჯერ პროკურატურა "შემოგვიქსიეს და შემოგვისიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ".
"ეს ქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ ის კრედიტები, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, პირდაპირ გეუბნებით, არც ეს გამოგივათ, რადგან ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.