რაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკური რეპრესიებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დაუყადაღეს ყველა ანგარიში, ფაქტობრივად, ისინი დარჩნენ იმ ფულით, რომელიც მათ აქვთ ჯიბეში.
“ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის, რომ მათ არ უნდათ, რომ ეს ადამიანები შემოვიდნენ პოლიტიკაში. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა, რეპრესია. ეს არის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ხელის შეშლა. მთლიანობაში, ხაზარაძე-ჯაფარიძის თემა დაკავშირებულია მათ პოლიტიკურ აქტიურობასთან და ანაკლიის პორტთან. ანაკლიის პორტი არის მკვდარი, დამთავრდა. ამ ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, ძალიან დავაგვიანეთ, – განაცხადა რომან გოცირიძემ.