27 აგვისტოს, კლასიკური მუსიკის ფესტივალი "ღამის სერენადები" ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდება.
კონცერტის პირველ ნაწილში შესრულდება დიმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონია, რომელსაც უდირიჟორებს საბერძნეთიდან მოწვეული დირიჟორი პანტელის კოგიამისი, ხოლო მეორე ნაწილში ანა ლიზა ბეზროდნი და იან ერიკ გუსტავსონი შეასრულებენ ზოლტან კოდაის დუეტს ვიოლიონოსა და ჩელოსათვის, ანტონიო ვივალდის ორმაგ კონცერტს ვიოლინოსა და ჩელოსთვის, ანტონიო ვივალდის ორმაგ კონცერტს ჩელოსთვის. ასევე გაიმართება მუსიკალური დიალოგი ვირტუოზების დუეტი.
გთავაზობთ 27 აგვისტოს სრულ პროგრამას:
დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია
ანტრაქტი
მუსიკალური დიალოგი – ვირტუოზების დუეტი
ზოლტან კოდაი – დუეტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის
ანტონიო ვივალდი – ორმაგი კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსთვის, R547
ანტონიო ვივალდი – ორმაგი კონცერტი ჩელოსთვის, RV531
ანა-ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო
იან ერიკ გუსტავსონი – ჩელო
კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები"
პანტელის კოგიამისი – მოწვეული დირიჟორი
კონცერტი ეძღვნება ცნობილი მევიოლინის რუდოლფ ბარშაის 95 წლის იუბილეს. კონცერტზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ოლეგ დორმანის დოკუმენტური ფილმიდან „ნოტი, რომელიც ეძღვნება რუდოლფ ბარშაის ცხოვრებას. შოსტაკოვიჩის „კამერული სიმფონია“ თავიდან დაიწერა და სრულდებოდა როგორც სიმებიანი კვარტეტი No. 8. რუდოლფ ბარშაიმ პირველმა გააკეთა კვარტეტის არანჟირება სიმებიანი ორკესტრისთვის.
კონცერტის რეჟისორი – ნარგიზა გარდაფხაძე
დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია
ნაწარმოები კომპოზიტორის ცხოვრებაში ორი ტრავმული მოვლენის შემდეგ დაიწერა: ერთი, როდესაც მას დაუსვეს ამიტროფიული სკლეროზის დიაგნოზი და მეორე, იგი იძულებით გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. იმ დროს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნაწარმოები ეძღვნება "მეორე მსოფლიო ომს და ფაშიზმის მსხვერპლთ"; მისი ვაჟიშვილი, მაქსიმი განმარტავს, რომ ნაწარმოები არა მარტო ფაშიზმის, არამედ ყველა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთ ეძღვნება, ხოლო ქალიშვილი გალინა თვლიდა, რომ ავტორმა ეს ნაწარმოები საკუთარ თავს მიუძღვნა და ყველა სხვა ვერსია საბჭოთა ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ შეთხზული ინტერპრეტაცია იყო. შოსტაკოვიჩის მეგობარი, ლევ ლებინსკი კი წერს, რომ ეს ნაწარმოები ავტორის იმდროინდელ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს და რომ მაშინ კომპოზიტორს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.
კამერული სიმფონია დრეზდენში დაიწერა, სადაც შოსტაკოვიჩი იმყოფებოდა საბჭოთა და გერმანელ კინომატოგრაფისტებთან, ერთობლივი ფილმის ფილმის "ხუთი დღე, ხუთი ღამე" გადაღებაზე. ფილმი ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის დაბომბვას.
აღსანიშნავია, რომ კონცერტს დაესწრება რუდოლფ ბარშაის ქვრივი ელენა ბარშაი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა შვეიცარიიდან ქალაქ ბათუმში. ვივალდის ნაწარმოებების შესრულების პარალელურად გაიმართება ლელა სარიშვილის წყალზე ხატვის პერფორმანსი .
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია – "არტ ალიანსი".
ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია "არდი".
პარტნიორები – კომპანია "თელასი", ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი, ქართული ბრენდი "მარი გოლდი", პირველი ქართული ვისკი "ჯიმშერი", ღვინის კომპანია "როიალ ხვანჭკარა", კომპანია "სარაჯიშვილი", პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია", "არომატეკა", 'პალმა აპარტამენტი".
პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია, საქართველოს პირველი არხი, ტელეიმედი, TVპირველი, "არტარეა" – პირველი არხი კულტურაზე, ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო "კლიპარტი", ამბები.GE, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ტაიმი", საინფორმაციო სააგენტო GHN, ინტერნეტ მედია ჯგუფი – ITV, droni.ge და presa.ge, ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა The Messenger, ვიდეო-პორტალი myvideo.ge; ჟურნალი "სარკე", გაზეთი "აჭარა", რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა".