ინდოეთის სამთვარეო მისია Chandrayaan-2 წარმატებით მიმდინარეობს. 20 აგვისტოს კოსმოსური ხომალდი მთვარის ორბიტაში შევიდა.
Chandrayaan-2-მა დედამიწაზე, მის მიერ გადაღებული მთვარის პირველი ფოტო გამოგზავნა. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეს ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო, მთვარის ზედაპირიდან 2650 კილომეტრის სიმაღლეზეა გადაღებული.
2 კვირაზე ნაკლებში, Chandrayaan-2 მთვარეზე დაჯდომას შეეცდება. ეს მოვლენა ინდოეთის კოსმოსური ისტორიისთვის პრეცენდენტულია. თუ ინდოეთი, მისიის წარმატებით დასრულებას შეძლებს, ის აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ მე-4 ქვეყანა გახდება, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე ხომალდი დასვა.
Chandrayaan-2-მა სტარტი 2019 წლის 22 ივლისს აიღო. ინდოეთის მიზანი, მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის წარმატებული დაშვება და 14 დღის განმავლობაში მისი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაა.