15 სახელმწიფო ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს .
ბულგარეთი, ჩეხეთი, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობენ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს.
"ანალოგიურად ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგებს, რომეცლი ცხინვალის რეგიონში 2019 წლის 9 ივნისს ჩატარდა.
ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყევ მხარდაჭერას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ჯარების გაყვანისა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფის შესახებ.
ასევე, უკან გაიწვიოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარდა.