საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პაშა ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა ვაჟა მენაბდემ მოაწერეს.
✅მემორანდუმის პარალელურად გაიმართა კონფერენცია, სადაც სპიკერებმა ტურიზმის სტრატეგია და სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
✅„მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, ვისაუბრეთ გეგმების შესახებ, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი სამიზნე ბაზრები, მარკეტინგული კამპანიები და მივაწოდეთ ინფორმაცია ტრენინგების შესახებ.“-განაცხადა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.