დღეს, 25 სექტემბერს, მართლმადიდებელი გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დაახლოებით 1104-1118 წლებში საქართველოს სამეფო კარის ვაზირი იყო.
იგი არის ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახელოს პირველი მფლობელი.
გიორგი ჭყონდიდელი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი იყო.
ჭყონდიდელი ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე (1110) და რუსთავი (1115).
გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი საქართველოში ყივჩაყთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მისიით გაემგზავრა იგი დავით აღმაშენებელთან ერთად ოსეთში (ალანია), სადაც გარდაიცვალა.
ვარაუდობენ, რომ დაკრძალულია გელათში, მეფეთა საძვალეში.