გუშინ, თბილისში, ნიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინციდენტისას მეორე სართულის აივანზე, ხუთივე პირი იმყოფებოდა.
მაშველებმა ნანგრევებიდან მათი ამოყვანა მოახერხეს. ხუთივეს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულებს შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.