დღეს, 25 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" გამართავს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას - "გადავარჩინოთ სიცოცხლე".
მოხალისეები შემოწირულობის ყუთების მეშვეობით შეეცდებიან ფონდების მოძიებას, რომელიც შემდგომში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.
აქციის მხარდამჭერია შპს "ტკბილი ქვეყანა", რომლის პროდუქციასაც "წითელი "ჯვრის მოხალისეები პარკში მყოფ მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგებენ. პროდუქციას ექნება წარწერა _ "შენც შეგიძლია გახდე ქველმოქმედი".