დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან არსებული საბჭო ბაზალეთში გასვლით სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები განიხილავენ საქსტატის სტატისტიკურ ინფორმაციაზე საფასურის დადგენის, სასოფლო-სამეურნეო კვლევის მონიტორინგის შედეგების საკითხებს, მოხდება ასევე საგარეო ეკონომიკური კვლევის ახალი კითხვარის განხილვა და დამტკიცება.
საბჭოს წევრები გაეცნობიან საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაზე ექსპერტებთან შეხვედრის შედეგებს.
საქსტატის საბჭო რვა წევრისგან შედგება. ხუთი წევრი საქართველოს პარლამენტის მიერაა დამტკიცებული, ხოლი სამი სახელმწიფო უწყებების - ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელები არიან. საქსტატის საბჭოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე ხელმძღვანელობს.