დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
დაშავდა ორი ადამიანი. ისინი მინდორში მუშაობდნენ. მცხეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დუშეთის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი აცხადებს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.