დიდ ბრიტანეთში, ნორვიჩის ეკლესიაში გასართობი სასრიალო ატრაქციონი მოაწყეს.
სასრიალო მოედანი 16,7 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაა, რომლის ასაშენებლად 4 ადამიანი 2 დღე მუშაობდა. ნორვიჩის ეკლესიის მღვდელმთავარს განცხადებით, ნაგებობა „ არაფერს შეურაცხყოფს“.
ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 16-მეტრიანი სასრიალო ნაგებობა ნორვიჩის სტუმრებს განსხვავებული თვალით დაანახებს შენობის სილამაზეს და დააფიქრებთ მათ ცხოვრების არსზე.
ატრაქციონის დახმარებით ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ახლოდან იხილონ ნაგებობის სახურავზე არსებული მინიატურული ქანდაკებები. დღემდე მიიჩნევა, რომ ამ ტაძარში გოთიკური მინიატურების ყველაზე დიდი რაოდენობაა.
ნორვიჩის ეკლესიაში სასრიალო მოედანი 18 აგვისტომდე მიიღებს ვიზიტორებს.
ნორვიჩის ეკლესიის მშენებლობა მე-11საუკუნეში დაიწყო. ეკლესია, დიდ ბრიტანეთში სიმაღლით მეორე ნაგებობაა.