ინდოეთში, სამხრეთ კოლკატაში, შუახნის ქალმა 25 წლის სტუდენტს შორტებისა და მაისურის ჩაცმის გამო უთხრა, რომ ის გაუპატიურების ღირსია, შემდეგ კი ორჯერ სილა გააწნა.
25 წლის სტუდენტი, რომელიც ინდოეთში ჯადავპურის უნივერსიტეტში სწავლობს ქალს უჩივის.
სტუდენტი პოლიციასთან საუბარში იხსენებს, რომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან შორტებისა და მაისურის ამარა პროდუქტების შესაძენად გავიდა, რა დროსაც აბრეშუმის სარით შემოსილმა შუახნის ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მას შემდეგ რაც გოგონამ მოძალადესთან საუბარში მისი საქციელი დაგმო, ქალმა სილა ორჯერ გააწნა. ამ ინციდენტს რამდენიმე ადგილობრივი შეესწრო. მათ, გოგონას თანხმობით პოლიცია გამოიძახეს.
„შოკში ჩავვარდი, თუმცა როგორც კი გონს მოვეგე მაშინვე გავაპროტესტე მისი საქციელი. ვუთხარი, რომ მას არ ჰქონდა უფლება,ჩემთან მიმართებით, ასეთი კომენტარი გაეკეთებინა. აღვნიშნე, რომ რაც მან ჩაიდინა ეს იყო კრიმინალი“,- განაცხადა დაზარალებულმა გამოკითხვისას.