ინდოეთში 35 წლის ქალი საკუთარი ქმრის თანდასწრებით გააუპატიურეს. ინფორმაციას The Times of India ავრცელებს.
ინციდენტი სოფელ გორაკანჰარში პირველ აგვისტოს მოხდა.
შემთხვევა სოფლის მოშორებით, მოხდა. ძალადობის მსხვერპლ წყვილს 1,5 თვის ჩვილი ახლდა თან, რა დროსაც ორი შეიარაღებული მამაკაცი, ამავე ტომიდან, თავს დაესხა. ერთ-ერთმა მოძალადე მამაკაცმა ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ბავშვთან ერთად დანით დააშინა. მამაკაცი ბავშვთან ერთად ბუჩქებში დაიმალა, მეორე მოძალადემ კი ქალი მათი თანდასწრებით გააუპატიურა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ ინდოელი წყვილი საავადმყოფოში წასვლას ცდილობდა, თუმცა გადაუღებელი წვიმის გამო ვერ ახერხებდნენ.
მათივე თქმით, წყვილმა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა, სადაც საავადმყოფო მდებარეობს, მხოლოდ 3 დღის შემდეგ შეძლო.
„საჩივის საფუძველზე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. წყვილს სახლში დასაბრუნებელი თანხა არ ჰქონდა. სოფელში პოლიციის მანქანით დავაბრუნეთ. ეჭვმიტანილები 5 აგვისტოს დავაკავეთ",- განაცხადა სამნაპურის პოლიციის ისნპექტორმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
წყვილი, ბაიგას აბორიგენების ტომს მიეკუთვნება. ინცინდენტის დღეს, ისინი მეზობელ სოფელში ფეხით მიდიოდნენ, რათა დამსაქმებლისგან კუთვნილი ჯამაგირი მიეღოთ.