უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) რაოდენობამ 1 397 304 მლნ ადამიანს მიაღწია.
„დევნილთა ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ყირიმიდან 1 397 304 მლნ ადამიანია დევნილი“, - წერია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშში არ არის აღნიშნული, თუ რამდენი ოჯახი დარეგისტრირდა, როგორც დევნილი და რა რაოდენობის სახელმწიფო ფულადი დახმარება გაიცა ამ ადამიანებზე.
2019 წლის დასაწყისში, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა რაოდენობა1 512 435 მლნ იყო.