5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, თურქეთში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი.
ავტობუსს ხანძარი, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, კანაკალეს პროვინციაში გაუჩნდა. ავტობუსი კანაკალედან ანკარაში მიემგზავრებოდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
რეგიონის გუბერნატორის, ერსინ იაზიცის განცხადებით, ავტობუსში ცეცხლი შიგნიდან გაჩნდა.
„ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება და ცდილობს მომხდარის მიზეზების დადგენას. ამ ეტაპზე არ შემიძლია დავასახელო კონკრეტული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ავტობუსში ცეცხლი შიგნიდან გაჩნდა“,- აღნიშნა ერსინ იაზიცმა.
დაშავებული ადამიანები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი მუშაობს.