შინაგან საქმეთა სამინიტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს წყლებზე, ივლისის თვეში გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ივლისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე 67 ადამიანი გადაარჩინეს. ამასთანავე, გადარჩენილებიდან 8 არასრულწლოვანი და 31 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 25 არასრულწლოვანი იპოვეს.