დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირში კაშხალი ჩამოიშალა და წყალი ქალაქში ჩაიღვარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტოდბრუკის კაშხალი ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის უიელის ხიდი დააზიანა.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან 6500 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყო. ევაკუირებული ადამიანები "შეიპლის" საჯარო სკოლაში გადაიყვანეს, თუმცა ადგილის სიმცირის გამო ადამიანები ადგილობრივ კაფე-ბარებში არიან გადანაწილებული.
კომპანიამ, რომელიც კაშხალს მართავს, ინციდენტის ადგილზე ინჟინრები გააგზავნა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანების შესახებ, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, მდინარე გოიტი შესაძლოა კვლავ ადიდდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.