გარემოს დაცვის ინსპექცია დაბინძურებისთვის მკაცრი ზომების გატარებას იწყებს. როგორც დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესების სრული დატვირთვით ამოქმდდება, რაც დანაგვიანებისთვის ფინანსური სანქციების გატარებას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციული კოდექსისის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის, ნაგვის გატანის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1000 ლარით დაჯარიმებიან. განმეორებით შემთხევაში, გარემოს დაბინძურება, ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი - 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
„მინდა შევახსენო საზოგადოებას კანონი, რომელიც მოქმედებს - ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლი და ითვალისწინებს დასუფთავების წესებს, მისი დარღვევისგან გამოწვეულ ჯარიმებს. თუ მოხდება საზოგადოებრივი ადგილების დაბინძურება, შემთხევავა ითვალისწინებს ფიზიკური პირების 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდული პირების 1000 ლარით დაჯარიმებას. ორშაბათიდან გარემოს დაცვის ინსპექცია დაიწყებს ამ კანონის მკაცრად აღსრულებას, არ იქნება არანაირი გამონაკლისები, განხორციელდება უფრო მკაცრი ადმინისტრირება სხვა სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრობლობით. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან არსებული კანონი. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გავაკეთებთ ყველაფერს ამ კანონის აღსრულებისთვის. ჯარიმები არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გატარება- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის ინსპექცია დაბინძურებისთვის მკაცრ ზომებს გაატარებს და დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გააძლიერებს.
„საქართველოს ყველა რეგიონში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ადმინისტრაციული კანონით გათვალისწინებული წესების დარვევა. მოხდება ინტენსიური ადმინისტრირება, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან გარემო," აცხადებს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი ლევან მხეიძემ.