ინდოეთში წყალდიდობაა. გუჯარათის რეგიონში, ქალაქი ვადოდარა დაიტბორა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. ხელისუფლებამ დატბორილი ქალაქიდან 5000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ვადოდარა და მიმდებარე პატარა ქალაქები მთლიანად წყალშია მოქცეული.
ადამიანებმა დატბორილ ქალაქში მცურავი ნიანგი დააფიქსირეს. რეპტილია ცხოველებს თავს დაესხა.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი რამდენიმე დღეა ხელისუფლებას მოსალოდნელი ძლიერი წვიმების შესახებ აფრთხილებს. გუჯარათის რეგიონში ყველა სასწავლო დაწესებულება დახურულია. გაუქმებულია 22 სარკინიგზო რეისი. ფრენები გადამისამართებულია აჰმედაბადის-ის საერთაშორისო აეროპორტში.