უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და ქვეყანაში რეფორემების გატარების მანდატი მოიპოვა. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.
ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახური“ არჩევნებში 43,16% მოიპოვა, რაც უკრაინის პარლამენტში სულ მცირე 246 ადგილს უდრის. ეს ციფრი უმრავლესობის ხელში ასაღებად სავსებით საკმარისია. გარდა პარტიული მრავალფეროვნებისა, პარლამენტში 50-მდე დამოუკიდებელი დეპუტატი შევიდა, რომელთან თანამშრომლობაზეც გამარჯვებული პარტია მზაობას აცხადებს.
უკრაინის პარლამენტში კოალიცია ახალ პრემიერ-მინისტრს და კაბინეტის წევრებს დანიშნავს. ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე „პროფესიონალ ეკონომისტს“ დაუჭერს მხარს, რომელსაც უკრაინაში და დასავლეთში ენდობიან და მანამდე პოლიტიკური თანამდებობა დაკავებული არ ჰქონია.