ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, ქალაქ გილორიში, ნივრის ფესტივალზე, შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი.
პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა პოლიცია ეჭვობს რომ შესაძლოა არსებობდეს მეორე ეჭვმიტანილიც.
„ნივრის ფესტივალი“ დასასრულს უახლოვდებოდა რა დროსაც ერთმა მამაკაცმა სროლა დაიწყო.
პოლიციის განცხადებით შეიარაღებული მამაკაცი ფესტივალის ტერიტორიაზე ღობიდან გადაძვრა სროლა ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
„გილორის ნივრის ფესტივალი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს, ივლისის ბოლო კვირას ტარდება.