ბათუმში, ევროპის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერებმა ირმა ინაშილმა და დავით თარხან-მოურავმა ხელისუფლებას მოტხოვნები წაუყენეს.
მოთხოვნებს შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალსა და მოსკოვთან, „ნაციონალური მოძღაობის“ „დამნაშავე პოლიტიკურ ძალად“ გამოცხადება, რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლა, ქართულ-რუსული ურთიერთობების კრიზისამდელ დონეზე დაბრუნება, ასევე საქართველოს მიერ უარის თქმა სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე.
„დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ... აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა ბოლოსდაბოლოს მიიღოს ჩენი რეზოლუცია და დაგმოს ნაციონალების დამნაშავე რეჟიმი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ჩვენ არ გვინდა მტრობა არც მოსკოვთან, არც ცხინვალთან და არც სოხუმთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ჩვენს ვთმობთ. დიპლომატია - ჭკვიანური სიტყვაა, რომელსაც მშვიდობა მოაქვს. ჩვენ გვინდა დილოგი მოსკოვთანაც, სოხუმთანაც და ცხინვალთანაც. ჩვენ გვინდა წყნარი მშვიდი დიალოგი, რომელიც პრაგმატულ შედეგს მოიტანს. არავის არაფერს ვუთმობთ, მაგრამ გვინდა მშვიდობა და დიპლომატია. გვსურს მშვიდობა - ამისათვის უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ განაცხადა, რომ ყველა მოთხოვნის შესრულებამდე აქციებს სექტემბერში განაახლებს.