რუსეთის განვითარება შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბელის პოლიტიკურ დებატებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სურათი ძალიან მარტივია: თქვენ ვერ შეძლებთ მიაღწიოთ ხანგრძლივ სტაბილურლობასა და აღორძნიებას, თუ პატივს არ სცემთ ძირითად პრინციპებს. მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე სიცოცხლისუუნაროა და თქვენ ვერ შეძლებთ მრავალმხრივ განავითაროთ თქვენი ეკონომიკა, როდესაც თქვენს წარმატებულ ბიზნესმენებს, ისეთს, როგორც მიხეილ ხოდორკოვსკია გულაგში აგზავნით", _ მიმართა გაეროს ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას.
"კომპიუტერები არასკმარისია თუ თქვენ არ გაქვთ თავისუფალი აზროვნება, რათა ის გამოყენოთ. მაშინ ჩვენ მოგვეცით უფლება გავათავისუფლოთ ჩვენი გონება საერთო საბჭოთა წარსულისგან, რათა ავაშენით საერთო მომავალი", _ განაცხადა პრეზიდენტმა.