აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უგუნური უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას ამერიკული ციფრულ კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.
ამავდროულად, შტატების პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ საფრანგეთი მიიღებს საპასუხო რეაქციას.
„საფრანგეთმა დამატებითი გადასახადები დაუწესა ჩვენს დიდებულ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. თუ ვინმემ უნდა დაუწესოს მათ გადასახადები, ეს მათი სამშობლო, ამერიკის შეერთებული შტატებია.
მაკრონის უგუნური გადაწყვეტილების საპასუხოდ, საპასუხო ქმედებების შესახებ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო, ფრანგულ ღვინოზე უკეთესია“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.
ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ საფრანგეთის გადაწყვეტილება უსამართლოა.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ციფრულ კომპანიას, რომელსაც წლიურად 750 მლნ ევროზე მეტი აქვს შემოსავალი და საფრანგეთი მინიმუმ 25 მლნ ევროს გამოიმუშავებს, დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევს.