პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმიანება. ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს დაადგეს კანონიკურ გზას და იფიქროს, თუ როგორ „გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან“.
„ჩემი, უკიდურესად ჭირისუფლის რჩევა იქნება იმ სულელურ გზას და მავნებლურ, ბოროტმოქმედის გზას, რომელსაც ის [ბიძინა ივანიშვილი] დაადგა და რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ჩადის ჩემი სამშობლოსა და ქვეყნის წინაშე, უარყოს მან ეს გზა დაადგეს კანონიკურ გზას და იფიქროს როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და როგორ წავიდეს...
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძარღვსასიცოცხლო ძარღვს გადავღრღნით ყველა პატრიოტი და ნორმალური მოქალაქე. აბა დამიჭროს",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.