"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ში, გადაცემა "ვანოს შოუში" იმყოფებოდა. სამაუწყებლო კომპანიიდან გასვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავება, სავარაუდოდ, 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას მოგვიანებით გაავრცელებენ.