დაუნინგ სტრიტზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი სიტყვით გამოსვლისას, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროგაერთიანებას მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დატოვებს „ყოველგვარი თუ-ს, მაგრამ-ის გარეშე“.
ამასთან, ბრიტანეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ იგი არადგენს ნდობას დემოკრატიისადმი.
„ჩვენ 31 ოქტომბერს დავტოვებთ ევროკავშირ, ყოველგვარი თუ-ს და მაგრამ-ის გარეშე. ჩვენ გვექნება ახალი, უკეთესი შეთანხმბება, რაც მოგვცემს შესაძლებლობების მაქსიმუმს. ამასთან ჩვენ განვავითარებთ ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ევროკავშირთან“, - თქვა ჯონსონმა.
ევროკავშირთან მჭიდრო და თბილი ურთიერთბების შენარჩეუნების სურვილის გამოხატვასთან ერთად, ბორის ჯონსონმა მიართა ევროკავშირის მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ისინი „აბსოლუტურად დარწმუნებულები უნდა იყვნენ ცხოვრებისა და დარჩენის უფლების სარგებლობით დიდ ბრიტანეთში“.
ჯონსონი ასევე შეეხო ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის 39 მლრდ-იანი ზარალის საშიშროების საკითხს.
„ნუ დაგავიწყდებათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირთან გარიგება არ შედგება, ეს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას 39 მლრდ ფუნტიან ზარალს მიაყენებს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარი მოვალეობის განხორციელებას დღეიდან შეუდგა.
კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ რაც, მან ბუკინგემის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან, ელისაბეთ მეორესთან აუდიენცია გამართა.
დედოფალმა ბორის ჯონსონს მთავრობის ფორმირება დაავალა.