დღეს, 24 სექტემბერს, ჟენევაში ევროპის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის, EANA-ს კონფერენცია და ყოველწლიური გენერალური ასამბლეა დასრულდება.
EANA-ს კონფერენცია და ყოველწლიური გენერალური ასამბლეა 22 სექტემბერს გაიხსნა. EANA წელიწადში ერთხელ იკრიბება და ინფორმაციის გავრცელება მიწოდების, ობიქტური ინფორმირებულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე მსჯელობს.
ევროპის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიაორგანიზაცია, რომელიც ევროპის 30 ქვეყნის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოებს აერთიანებს (ერთი ქვეყანა ერთი წევრი).
წლევანდელ გენერალურ ასამბლეაზე მოისმინეს ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის აგნარიში და განიხილეს ორგანიზაციული საკითხები.
კონფერენციაზე კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფასა და ინფორმაციის მიწოიდების ხარისხის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.