რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების მოსურნე. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთში არ არის ნეგატიური დამოკიდებულება ქართველების მიმართ.
"ჩვენ არასდროს გვქონია მცდელობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერობების გაუარესებისა. სწორედ საქართველოს მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და ცდილობა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედებები შეეზღუდა. ვინც ამას აკეთებდა, მას კარგად უნდა ახსოვდეს თუ რამდენად მტკიცე იყო რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. ახლა ვაჭრობა აღდგა და არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს არ სიამოვნებდეს", - თქვა სერგეი ლავროვმა.