დღეს, 24 სექტემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება და სპეციალურ ლექციას წაიკითხავს. უწყების ხელმძღვანელი სტუდენტებს სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.
სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სატყეო ფაკულტეტის წარჩინებული მაგისტრანტები სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში გაივლიან.