დღეს, 24 სექტემბერს, 14:00-იდან 18:00 საათამდე, საქართველოს ელექტროსისტემის საკვანძო ქვესადგურ "ნავთლუღი 220"-ში სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალისა და გეოლოგების დასახლებას, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეუწყდება ელექტროშემდუღებელ ქარხანას და ასფალტის ქარხანას. ამ დაწესებულელბებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ კომპანია "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.