დღეს, 24 სექტემბერს, 16:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" (მის: იოანე ვაკელის 18 ა) შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან. შეხვედრაში მონაწილეობენ მინდია უგრეხელიძე, ლია მუხაშავრია და სხვები.
"შეხვედრა შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით, რომელებიც აგრძელებენ საჯარო განხილვების ციკლს პოლიტიკურ პარტიების ლიდერებთან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და ქვეყანაში არსებული ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის საკითხებზე", - ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.