„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა. კომპლექსის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები თუ პარტიორი ტრანსნაციონალური ბრენდების უცხოური დელეგაციები დაესწრნენ.
27068 კვ.მ.-ზე განთავსებული „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შექმნისთვის ,,ვისოლ ჯგუფმა’’ მსხვილი ინვესტიცია განახორცელა და 200-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას, „თი ბი სი“ ბანკისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქის ფილიალს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.
„ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახლადგაკეთებულ მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ არგვეთასთან „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გორის ობიექტის შემდგომ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველო დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის. ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშველოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავის ფართო არჩევანი, ელექტრომობილების დამტენი სადგური, რომელსაც „ვისოლი“კომპანია „ი-სპეისთან“ ერთად ავითარებს, სუპერმარკეტი ქართული თუ საკუთარი იმპორტის პროდუქტების ფართო არჩევანით, კაფე უგემრიელესი კულინარიული, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით, ამერიკული რესტორნები ქართულ ნედლეულზე დამზადებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული მენიუთი, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კუთხე, მოგზაურობისას წასაკითხი წიგნების არჩევანი, ავტომომსახურება, ბანკი, აფთიაქი - ერთ სივრცეში, ეს არის „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების“ ახალი კომპლექსის უნიკალური შეთავაზება მგზავრებისათვის.
“ვისოლ ჯგუფმა“ პირველი „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე 2011 წელს შექმნა, ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.