ამერიკელი კონგრესმენი ქალები მოითხოვენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ქალი კონგრესმენების განცხადებით, პრეზიდენტის გამონათქვამები ვნებს ქვეყნის ფასეულობებს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არ იქნება უკანასკნელი, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ ამაზრზენ, მიუღებელ განცხადებას პრეზიდენტისგან. ჩვენ ვიცით ვინ არის ის. მოვუწოდებთ წარმომადგენლობითი პალატის ლიდერებს, უამრავ ჩვენს კოლეგას, რომ ვიმოქმედოთ და იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყოთ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს კანონს“,- აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა რაშიბა თლაიბიმ სიტყვით გამოსვლისას.
„ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არღვევს ჩვენი ქვეყნის იმ ურყევ ფასეულობებს, რისკენაც ვისწრაფვით. კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, თავისუფლება, რასიზმისგან თავდაცვა... და ყურადღების მისაქცევად, ის იწყებს აშკარა რასისტულ თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების კანონიერი წესით არჩეულ 4 კონგრესმენ ქალზე. ყველა მათგანი ქალია და თანაც ფერადკანიანი“,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დემოკრატმა კონგრესმენმა ილჰან ომარიმ.
„მე მოგიწოდებთ ამერიკელ ხალხს, აქ შეკრებილებს და მის მიღმა მყოფებს, რომ არ წამოეგოთ პრეზიდენტის სატყუარას. - აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა აიანა პრესლიმ.
„მას წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ გაუმკლავდეს პოლიტიკას და ამის საპასუხოდ ის პერსონალურად ჩვენ გვესხმის თავს. სულ ეს არის“,- აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა ალექსანდრია ოკასია - კორტეზმა სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც მიკრობლოგ Twitter-ში ქალ დემოკრატებს, რომლებიც აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ, შესთავაზა სამშობლოში დაბრუნება. „თუ არ ხართ ბედნიერები, შეგიძლიათ წახვიდეთ. ეს თქვენი არჩევანია, ეს არის ამერიკის სიყვარული“ - დაწერა ტრამპმა.
კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ტრამპის სიტყვებს ქსენოფობიური უწოდა და განაცხადა, რომ მის მიზანს წარმოადგენს „ამერიკა კვლავ თეთრი გახადოს“.