უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორისპოლში ქალაქის საბჭოს მდივანი იაროსლავ გოდუნოკი ოფიციალური შეხვედრიდან გააძევა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ის ნასამართლევია.
„როდესაც ადამიანი ბევრს ყვირის ყოველთვის ვეძებ ინტერნეტში ცნობებს მის შესახებ. წავიკითხე, რომ პარტია „ბატკივშინას“ წევრი, ბორისპოლის ქალაქის საბჭოს მდივანი ნასამართლევია ყაჩაღობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის, ეს თქვენ ხართ? - ჰკითხა ზელენსკიმ გოდუნოკს და როდესაც დადებით პასუხი მიიღო, სხდომის დატოვება მოსთხოვა.
„გადით აქედან, გადი აქედან ყაჩაღო. არ გესმის ჩემი? გეკითხებით ეს თქვენ ხართ? - მიმართა ზელენსკიმ მას, როდესაც გოდუნოკმა პასუხის გაცემა დააპირა, ზელენკსიმ დაამატა: „Exit... წადი, გაიარე, ღმერთო, ჩემო“.
გოდუნოკი დარბაზიდან გაიყვანეს, ზელენსკიმ კი სხდომის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა.