ციურიხის კანტონის მცხოვრებლებმა სასამართლოში უჩივლეს მეზობელს, რომელსაც სახლის გვერდზე, ავტოფარეხში საქათმე ჰქონდა მოწყობილი.
მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია მამალმა, რომელიც მათი თქმით, ძალიან ხმამაღლა და ხშირად ყიოდა. მამაკაცმა იმისთვის, რომ სასამართლოში თავისი პოზიციები დაეცვა, დათვალა, რომ ფრინველი საათში 14-44-ჯერ ყიოდა, ხოლო ყივილის ხმა 15 მეტრის მანძილზე 84 დეციბალს აღწევდა. იუწყება Neue Zurcher Zeitung-ი.
სასამართლომ ხმაურის მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა, რადგან მამაკაცმა ის სმარტფონის მეშვეობით გაზომა.
მამლის პატრონს დაავალეს უზრუნველეყო ფრინველის სიჩუმე საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. უქმეებზე კი საღამოს 10-დან დილის 9 საათამდე. ამის გარდა, მამალს საქათმის დატოვება აეკრძალა.