იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის დირექტორმა არჩილ ხომასურიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შენობის გაყვიდვის გამო შექმნილ პროლემებზე ისაუბრა.
"ჩვენ პროტესტს არ ვაცხადებთ შენობის გაყიდვის გამო, რადაგნ ის სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი გასხვისება იურიდიული უფლებაა ",- განცხადა იოსებ ჟორდანიამ.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ შეთავაზება, რომ შენობა გადასულიყო დიღომში, ყიფილი რკინიგზის სავადმყოფოს შენობაში ან თევდორე მღვდლის ქუჩაზე, თოდუას სახელობობის კლინიკაში.
"დიღმის ტერიტორიაზე შემოთავაზებული შენობის ფართობი ნაკლებია ამჟამინდელ შენობის ფართობზე. არ ვიცი რამდენად საკმარისი იქნება ჩვენთვის. გარდა ამისა, შენობის 1კვ.სმ უნდა შეგვეძინა 300 დოლარად. ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. მეორე შენობის ღრებულება კი მილიონი დოლარია. შენობის დატოვებისთვის ვადა აპრილამდე გვაქვს. გვინდა ვადა გადაგვიწიონ, რომ მოვაგვაროთ შენობის პრობლემა. იმედი გვაქვს გვაქს მთავრობის დახმარების", _ აღნიშნა იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპრუდუქციის ინსტიტუტის დოექტოტმა.
ინსტუტის დირექტორი აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ინსტიტუტი არ იქნება ლიკვიდირებული. ჩვენ კვლავ მოვემსახურებით პაციენტებს, ისნი არ დარჩებიან უყრადღებოდ.