ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა გზა გაუხსნა ქართველ მწარმოებლებს 2,3 მილიარდ ახალ მომხმარებლამდე.
"ეს არის ის შესაძლებლობა, რაც შევუქმენით ქართულ ბიზნესს. წინა მთავრობის მსგავსად, ბიზნესს კი არ ვაკონტროლებთ და კი არ ვკარნახობთ, რომელ ქვეყანაში რა გაიტანონ, არამედ მივეცით მათ სრული შესაძლებლობა და თავისუფლება, რომ შეღავათიანი პირობებით ჰქონოდათ წვდომა უზარმაზარ ბაზრებზე და თვითონ აერჩიათ, სად გაყიდონ საკუთრი პროდუქცია. ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კარნახობს ბიზნესს, თუ სად რა გაიტანოს, ბიზნესი თავად ირჩევს. თუმცა ასევე ირჩევს ტრადიციულ ბაზარსაც, მათ შორის რუსეთის ბაზარს და ეს არის მათი არჩევანი, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა ნათელა თურნავამ.