იუნესკომ/Unesco - გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ბაბილონის ანტიკური ქალაქი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. გადაწყვეტილება იუნესკოს 43-ე სესიის კომიტეტზე მიიღეს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალქში, ბაქოში მიმდინარეობს.
ერაყი, სადაც ამჟამად მდებარეობს ბაბილონი, 1983 წლიდან ცდილობს 4000-წლიანი ანტიკური ძეგლის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანას.
ბაბილონი ცნობილია თავისი დაკიდული ბაღებით, რომელიც მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის იყო შესული.
ბოლო წლების განმავლობაში, ძეგლმა მნიშვნელოვანი დაზიანება განიცადა. თავდაპირველად, სადამ ჰუსეინის სასახლის რეკონსტრუქციის დროს და მოგვიანებით, როდესაც ამ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდა.
ერაყის დელეგაცია მიესალმა იუნესკოს ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ისინი მუდამ აღიარებდნენ ბაბილონისა და მესოპოტამიის ცივილიზაციის დიდებულებას.
ბაბილონი ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი იყო, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში.