გუშინ, 4 ივლისს, შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დღე 243-ედ იზეიმა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვაშინგტონში ტრამპის განკარგულებით მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რაც უჩვეულოა ამ დღისთვის. ამერიკაში დამოუკიდებლობის დღე უფრო მეტად სახალხო და პატრიოტულია, პოლიტიკოსები, პრეზიდენტები ტრადიციულად ერიდებიან სიტყვით გამოსვლას და სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას. წელს ტრამპმა ეს ტრადიცია დაარღვია, რამაც ამერიკელების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია.
ფოტოები: CNN