ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია 4-8 ივლისს ლუქსემბურგში იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 57 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი. ამ შეხვედრის თემაა "პარლამენტების როლი უსაფრთხებისა და მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" სესიაზე მიღებული იქნება დეკლარაციაც.
სადისკუსიო რეზოლუციებს შორის არის საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ასევე დეტალურად არის აღწერილი, დღევანდელი მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით . ხაზგასმულია დისკრიმინაცია, გატაცებები, გამოუძიებელი მკვლელობები, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა. დევნილთა დაბრუნებისთვის პირობების არარსებობა და რუსეთის პასუხისმგებლობა ამ კუთხით.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ როდესაც თემა ეხება ადამიანის უფლებებს ამგვარ დარღვევებს, აუცილებელია საპასუხო საერთაშორისო აქტივობის გაძლიერება და გამკაცრება.
სესიის მუშაობაში მონაწილეობს რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც უკვე აქვს განცხადებული , რომ შეეცდება საქართველოს რეზოლუცია არ იყოს მიღებული და შესაბამისად სესიის მიმდინარეობის დროს მოსალოდნელია ამ მწვავე დისკუსია.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს მიღებული ძალიან მკაცრი დოკუმენტები რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად. მიუხედავად მოსალოდნელი დიდი წინააღმდეგობისა, იმედი მაქვს საქართველოს პოზიციას ეუთოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ექნება”- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რეზოლუციებს შორის არის ასევე უკრაინის კონფლიქტთან, ტერორიზმის მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული რეზოლუციები. ასევე, საქართველოს დელეგაცია უმასპინძლებს პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილ გამოფენას. ამავე სესიაზე საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს ახალ ბიუროს შემადგენლობას, გაიმართება პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის, სხვა კომიტეტის ხელმძღვანელების არჩევნები.წინააწარი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია (EPP) პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით გიგი წერეთელს დაუჭერს მხარს. ასამბლეა 8 ივლისს დაასრულებს მუშაობას.