ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი შესაძლოა გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი კრისტენ ლაგარდი დაიკავებს.
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები ჯერ კიდევ მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მემკვიდრე. მისი ადგილი შესაძლოა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა დაიკავოს.
ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის სლოვაკი პოლიტიკოსი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მილოშ შეფჩოვიჩი ჩაანაცვლებს.