დღeს, 23 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლას ეწვევიან და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში დაწყებას მიულოცავენ.
დღესვე აზერბაიჯანის განათლების მინისტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლას მოინახულებენ.
ქ. გარდაბნის №3 და ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლების 1000-მდე მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში ისწავლიან. ორივე სკოლას ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.