სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების სარჩელები წარმოებაში მიიღო. დღესვე სასამართლო სხდომაზე ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგს ცისმარ დარჩაშვილსა და სკოლის დირექტორს მაია ოზბეთელაშვილს შორის მორიგება შედგა. მორიგების პირობების თანახმად, სასამართლომ სკოლის დირექტორს მასწავლებლის სამსახურში აღდგენა დაავალა.
ამ დროისთვის სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების სულ 7 სარჩელია შესული. გათავისუფლებული მასწავლებლების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს.